გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

საქართველო ოლიმპიადაზე რვა სპორტსმენით გამოვა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროს და ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლები, ოლიმპიელი სამთო მოთხილამურეები – ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის -საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დანტუონო.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის ორი სახეობაში: ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში რვა სპორტსმენი იასპარეზებს.

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშაბზე საქართველოს სპორტული დელეგაციის შემადგენლობა ასეთია:

ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, დიანა დევისი, გლებ სმოლკინი (ყველა ფიგურული ციგურაობა); ნინო წიკლაური, ლუკა ბუჩუკური (ორივე სამთო სათხილამურო სპორტი).

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები