
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფური რაუნდი ფინიშს უახლოვდება. ბოლო ფანჯრის ბოლოსწინა, უმნიშვნელოვანესი ტურის ერთ-ერთ მატჩს რიგამ უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა.
უკრაინა-საქართველო 95:76
(30:27; 19:14; 26:19; 20:16)
საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ითამაშა. უკრაინელებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა პირველივე მეოთხედში 10-ქულიანი უპირატსობა მიიღო. საქართველოს ნაკრებს თამაშში თუ ვინმე ტოვებდა, მარკიზ რიდი იყო. ნატურალიზებულმა ამერიკელმა პირველ მეოთედში 15 ქულა ჩააგდო და ჩვენი გუნდი მცირე შესვენებაზე სამქულიანი ჩამორჩენით გავიდა – 27:30.
რიდმა მეორე მეოთხედის დასაწყისშივე კიდევ სამი ქულა ჩააგდო, შემდეგ კი მოედნიდან გააძევეს. სკანდალური ეპიზოდში მეტოქემ რიდი პროვოკაციაზე წამოაგო. ჩვენი გუნდის უკანახაზელმაც ემოციები ვერ შეიკავა და მსაჯებისგან ზედიზედ ორი ტექნიკური ფოლი მიიღო, რაც ავტომატურ გაძევებას ნიშნავდა. ეს იყო უმძიმესი დარტყმა საქართველოს ნაკრებისთვის და უკრაინამ უდიდესი უპირატესობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ რიდთან ერთად მოედნიდან გააძევეს ალექსანდრ კობზისტი, რომელიც უკრაინელთა ღრმა სათადარიგო იყო, მაგრამ „მისია“ იდეალურად შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები საკვანძო მომენტში დარჩა წამყვანი მოთამაშის გარეშე, ქართველმა კალათბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს. მეორე პერიოდის ბოლოს გუნდმა მოახერხა მაქსიმალური მობილიზება და ჩამორჩენა რვა ქულამდე შეამცირა — 41:49.
დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე „დადგა“. უკრაინელებმა მესამე პერიოდში სრული კონტროლი დაამყარეს, სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ამის შემდეგ ვითარება აღარ შეცვლილა და უკრაინამ შეხვედრა იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე — 95:76.
ამ წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოფიციალურად მესამე ადგილი დაიკავა და პოზიციას ვეღარ შეიცვლის. თუმცა, სატურნირო ადგილის მიუხედავად, თითოეულ მოგებასა და ქულას ჩვეულებრივად უდიდესი ფასი აქვს – რეგლამენტის თანახმად, პირველ ეტაპზე დაგროვილი ყველა ქულა და შედეგი გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მიყვება. შესაბამისად, წინ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გველის, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია და რევანშის აღება იქნება საჭირო.
საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 5 ივლისს, თბილისის ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში, 19:15 საათზე გაიმართება.
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 17 საათის agoშობოსლაიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გააზიარეთდომინიკ შობოსლაიმ ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უნგრელი ფეხბურთელი მერსესაიდულ კლუბში 2031 წლამდე დარჩება. შობოსლაი...
ავტორი Giorgig -
ნაკრები
/ 21 საათის agoუმცროს ბორჯღალოსნებში ექვსი ცვლილებაა
გააზიარეთ18 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ითამაშებენ. ვიტო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 21 საათის agoმსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთმსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი