გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

საქართველო ფინალშია და მეხუთეა

გააზიარეთ

იტალიაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში გუნდური ტურნირის მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა. ჩვენი გუნდის გამოსვლა ნიკა ეგაძეზე იყო დამოკიდებული. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 84,37 ქულა აიღო და მეექვსე ადგილი დაიკავა.

ეს კი ფინალში გასავლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან გუნდური ტურნირის ფინალში 10-დან ხუთი საუკეთესო გადიოდა. ოთხი დისციპლინის შემდეგ საქართველომ ეს მოახერხა და გადამწყვეტ ეტაპზე 25 ქულით შევიდა.

იქვე დაიწყო ფინალიც… ჩვენგან ყინულზე დევისი/სმოლკინის დუეტი გავიდა. მართალია, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა და იაპონიას აჯობა, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკურენტებად უფრო სხვა გუნდები ითვლებიან, რადგან აზიელებს სხვა დისციპლინებში გაცილებით ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ და უფრო მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებენ.

სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა: აშშ (44 ქულა); იაპონია (39); იტალია (37); კანადა (35); საქართველო (32).

მედლებისთვის ბრძოლა 8 თებერვალს გაგრძელდება და ყველა პრიზიორი გამოვლინდება. საქართველოს მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარადგენს, ქალთა შორის – ანასტასია გუბანოვა, ხოლო წყვილთა შორის – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

მესამე ადგილის და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ისტორიული მედლის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ეს ურთულესი საქმე იქნება.

აქვე წინასწარ გეტყვით, რომ თუ ვინმეს სადღეისოდ ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შანსი აქვს, ეს ბერულავა/მეტელკინას დუეტი იქნება და ისიც, ინდივიადუალურ შეჯიბრში. სხვები მედლებთან ახლოს იქნებიან, მაგრამ კვერცხლბეკზე შედგომა ძალიან რთული იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები