გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სენსაცია კასპში და ბათუმელთა იოლი გამარჯვება

გააზიარეთ

საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი სენსაციური შედეგით დაიწყო. A ლიგის კასპის გრიფინმა სუპერლიგელი კსუ 101:98 დაამარცხა.

მართალია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ჯერ არაფერი დაუკარგავს და საპასუხო მატჩი სათამაშო აქვს, მაგრამ გრიფინისთვის ასეთი სენსაციები უცხო არ არის – კასპელებმა საშინაო არენაზე შარშან მომავალი თასის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიც დაამარცხეს.

ამჯერად გრიფინმა მერვედფინალურ სერიაში სამქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. საპასუხო მატჩი თბილისი არენაზე 21 იანვარს გაიმართება.

მატჩის გმირი გრეგორ ჰამონდი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა; ბომბარდირი 26 ქულით ალექს მეთიუსი გახდა; კამანი დაუთიმ 22 ქულა და 6 პასი მიითვალა.

გურჯაანში დელტამ ბათუმს უმასპინძლა და 78:107 დამარცხდა. ამ წყვილში ყველაფერი გარკვეულია. მართალია, წინ საპასუხო თამაშია, მაგრამ რთული წარმოსადგენია დელტამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში სუპერლიგასა და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე არცერთი თამაში არ მოუგია, აჭარაში 30 ქულით იმარჯვოს.

ზღვისპირელებმა საწადელს მარტივად მიაღწიეს. ყველა მეოთხედი მოიგეს, ხოლო 10-ქულიან ზღვარს მათი შვიდი კალათბურთელი ასცდა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი