გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სენტ ეტიენის მწვრთნელი დავითაშვილზე მინიშნებას აკეთებს

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში სენტ ეტიენმა სტუმრად ლიდერი ტრუა 3:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ახლა ორი ქულითღა ჩამორჩება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „მწვანეებმა“ ეს მატჩი ორი ლიდერის გარეშე მოიგეს – ზურიკო დავითაშვილის და ლუკა სტასინი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

საქმე ის არის, რომ ორივე ფეხბურთელს მთხოვნელები ჰყავთ და, დიდი შანსია, სენტ ეტიანი იანვარში დატოვონ. ამის თქმის უფლება მთავარმა მწვრთნელის, ეირიკ ჰორნელანის საუბარმა მოგვცა.

აი, რა თქვა ჰორნელანმა მატჩის შემდეგ:

„ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ მომავალშიც აუცილებლად ვიხილავთ ბოაკიე-დაფუ-კარდონას ტრიოს, რომლებმაც კარგად ითამაშებს. სტასინი და დავითაშვილი ჩვენთან არიან. ცხადია, მათ დავეყრდნობით, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტენ, შეტევის ხაზში სხვა უამრავი ვარიანტიც გვაქვს“.

შეგახსენებთ, დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები