გამოგვიწერეთ

ნაკრები

სვანაძის გუნდი ისევ ქულით დაკმაყოფილდა

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კვლავ გამარჯვების გარეშე დარჩა.

რამაზ სვანაძის გუნდი რიგაში ლატვიის თანატოლებს დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა ფრედ-  1:1 დასრულდა.

პირველმა ნახევარმა უგოლოდ და სანახაობის გარეშე ჩაიარა – ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა და რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შექმნილა. მეორე ტაიმში კი თამაში შეიცვალა.

59-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს – მეკარემ, მიხეილ მაქაცარიამ შეცდომა დაუშვა და გლეს პატიკამ ახლო მანძილიდან გაიტანა. თუმცა ქართველებმა სწრაფად უპასუხეს: სამი წუთის შემდეგ დავით ბუკია კუთხურის შემდეგ შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

სვანაძის გუნდს გამარჯვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ დარჩენილ ნახევარ საათში მომენტები ვერ გამოიყენა. შედეგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ფრე დააფიქსირა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ორ მატჩში ორი ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს მალტაში გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები