გამოგვიწერეთ

ნაკრები

სიმბოლური საჩუქრები დებიუტანტებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შეკრებაზე ორი დებიუტანტი ჰყავს – ალექსანდერ ნარიმანიძე და იური ტაბატაძე, რომლებსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სპეციალური სუვენირები გადასცა.

ნაკრების ყველა დებიუტანტს სამახსოვროდ გადასცემენ საქართველოს დროშას, გამონაკლისი ცხადია, არც ნარიმანიძე და ტაბატაძე ყოფილან. მათ სუვენირების მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

იური ტაბატაძე:

„ძალიან გახარებული ვარ. გუნდს კარგად შევეწყვე, ვინაიდან ბიჭებს თითქმის ყველას ვიცნობდი, ძალიან კარგად დამხვდნენ. ესპანეთში ჩემი გადასვლა პირველ რიგში იმას ემსახურებოდა, რომ რაც შეიძლება მალე აღმოვჩენილიყავი აქ და ძალიან გამიხარდა, რომ ეს ორ თვეში მოხდა. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, რომ ამ ნაკრების სტაბილური წევრი გავხდე და იმ დროში, რომელიც მომეცემა, მაქსიმალურად დავამტკიცო, რომ აქ ყოფნა შემიძლია. ძალიან მინდოდა მსგავსი სუვენირი, წინა წლებში დებიუტანტებს რომ აძლევდნენ, სულ მქონდა განცდა, რომ მოვა დრო და მეც ავიღებ-მეთქი. მიხარია, რომ ამას მივაღწიე, დანარჩენი წინაა და ვნახოთ.

ალექსანდრე ნარიმანიძე:

„არ ველოდი გამოძახებას, რადგან ვიცოდი, რომ 21 წლამდე ნაკრებში მივდიოდი. ამიტომ, ძალიან გახარებული ვარ. ამასთან, გაოცებულიც დავრჩი, რადგან პირველივე დღიდან ყველა ძალიან თბილად მექცევა და ძალიან მარტივად მიმიღეს. ბიჭებთან კომუნიკაციაში შესვლა არ გამჭირვებია. ვფიქრობ, ასეთ ფეხბურთელებთან ვარჯიში ძალიან ბევრ გამოცდილებას მომცემს და იმედია, ხშირად ვიქნები ამ ნაკრების წევრი. უცხოეთში რაც წავედი, ქართულ ნივთებს და დროშებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომ, ეს დროშა ჩემს ოთახში საპატიო ადგილზე იქნება“.

საქართველო-ესპანეთის მატჩი15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები