გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სპალეტი მამარდაშვილს ძირითადის გზას უხსნის

გააზიარეთ

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს გზას ლივერპულის ძირითადი შემადგენლობისკენ უსუფთავებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სპალეტიმ ხელმძღვანელობას ლივერპულელთა მეკარის, ალისონ ბეკერის, მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვასა და პსჟ-ს შემტევის, რანდალ კოლო-მუანის შეძენა მოსთხოვა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სპალეტისა და ალისონის ურტიერთობა ახალი არ იქნება – ისინი ერთად რომაშიც თანამშრომლობდნენ და მწვრთნელმა მეკარის შესაძლებლობები კარგად იცის.

გავრცელებული ცნობით, სპალეტის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ნახვა სურს, ვისაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ.

გარდა ამისა, სპალეტი 26 წლის თავდამსხმელ, დუშან ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას ითხოვს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები