გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

სპორტის მინისტრი ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა

გააზიარეთ

საქართველოს სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა.

მხარეებმა ნიკოლოზის სამომავლო გეგმებზე, მის საჭიროებებსა და  ქართული ჩოგბურთის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს. სპორტსმენს დაგეგმილი აქვს „ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელობის ფონდის“ შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდა ნიჭიერ ჩოგბურთელებს განვითარებაში.

მინისტრმა ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენისთვის და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

ნიკოლოზი არის ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც თანამედროვე ქართული ჩოგბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და უკვე წლებია ჩვენი ქვეყნის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი