გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგაში თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა

გააზიარეთ

სუპერლიგის მეორე წრე უფრო სენსაციურია, ვიდრე პირველი. აუტსაიდერმა რაშმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი 86:72 დაამარცხა, რომელიც თსუ-სთან ერთად ცხრილის ლიდერი იყო.

რაშმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია და სამი მოგებით რუსთავს გაუთანაბრდა.

ვსა-ს მარცხით თსუ-მ ისარგებლა და ტყიბულის ორბის დამარცხებით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. თუმცა სტუდენტებს მოგების მოპოვება ძალიან გაუჭირდა. ორბი მეორე პერიოდში 19 ქულით იგებდა და ზოგადად, მატჩის უმეტეს დროს წინ იყო, მაგრამ თსუ-მ დიდი დანაკლისის მოუხედავად, გამარჯვებამდე მისვლა ოვერტაიმში მოახერხა.

მატჩის ძირითადი დრო 93:93 დასრულდა. ოვერტაიმში თსუ-მ მეტი სიზუსტე და დაცვაში კონცენტრაცია გამოავლინა, რამაც თამაში მოაგებინა – 106:102.

არანაკლებ დაძაბული შეხვედრა გაიმართა გორში. ივერიონმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 86:89 დამარცხდა. ზესტაფონელები ამ გამარჯვებით გაუთანაბრდნენ ვსა-ს.

კიდევ ერთმა აუტსადერმა დელტამ საოცარი მატჩი მოიგო. დელტას მეტოქე კსუ-კავკასია იყო. ბოლო 36 წამზე გეტყვით: თანაბარ ანგარიშზე გურჯაანელები რევაზ როგავამ დააწინაურა – 70:68; კავკასიელებმა საპასუხოდ უმნიშვნელოვანეს შეტევაში სამქულიანი ჩააგდეს და 15 წამით ადრე ლუკა მაზიაშვილმა კსუ 71:70 დააწინაურა; გურჯაანელებმა ბოლო შეტევაში ბურთი გაათამაშეს, ორქულიანით არ შეუტიეს და საფინალო სირენამდე ოთხი წამით ადრე ჯეიდენ კინგმა სამიანი მიითვალა და დელტას 73:71 მოაგებინა.

ტური ზესტაფონში, სადაც ქუთაისმა რუსთავს უმასპინძლა. მეორე პერიოდში ქვემო ქართლელები 14 ქულით ამარცხებდნენ ქუთაისს, მაგრამ იმერული გუნდი ჩამორჩენის გაბათილების დიდოსტატია და ხშირად ქულათა კოლოსალური დეფიციტიც აღმოუფხვრია.

ასე მოხდა ამჯერადაც: 14-ქულიანი ჩამორჩენა ქუთაისელებმა დიდი შესვენებისთვის რვამდე შეამცირეს, ხოლო მესამეში სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანეს, ბოლო მეოთედში კი გამარჯვებამდე მივიდნენ – 84:81.

რიონისპირელები რვა მოგებითა და ოთხი მარცხით, მარგვეთსა და ვსა-ს გაუთანაბრდნენ და ახლა მათთან ერთად 2-4 ადგილებს იყოფენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი