გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ტაბატაძე: სეზონი პირველი ადგილით უნდა დავასრულოთ

გააზიარეთ

იური ტაბატაძე ესპანურ კადისს კარგად მოერგო და შვიდ მატჩში უკვე ოთხი გოლი აქვს გატანილი. ბოლო უესკასთან გუშინდელ მატჩში შეაგდო და გუნდს 1:0 მოაგებინა და ახლა კადისი ლიგა 2-ს ლიდერობს.

ტაბატაძემ ესპანურ მედიასთან ისაუბრა:

„რთული თამაში იყო. მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე, რადგან წაგებული მატჩის შემდეგ გამარჯვების მოპოვება გვჭირდებოდა. გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ქომაგობისათვის.

ბევრი რაღაც მოხდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთად ვყოფილიყავით. გუნდით ბედნიერი ვარ და ცხრილშიც კარგად გამოვიყურებით, მაგრამ სეზონი პირველ ადგილზე უნდა დავასრულოთ“.

კადისი ცხრა ტურის შემდეგ 18 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 20 ოქტომბერს, ბურგოსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები