გამოგვიწერეთ

ძიუდო

ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დავიწყეთ

გააზიარეთ

ტაშკენტის გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამიზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მათგან ორი ფინალურ ბლოკში კი მოხვდა, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს.

მედლებთან ყველაზე ახლოს ლუკა გადელია (60) და ეთერ ლიპარტელიანი (57) იყვნენ.

გადელიამ საწყის ეტაპებზე ტაჯიკი და თურქი ძიუდოისტები დაამარცხა, შემდეგ ბალაბაი აღაიევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ჩვენებურმა ჯერ ჩინელ ჟია სუნს აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის უზბეკ დოსტონ რუზიევთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ლიპარტელიანმა თურქი და ბრაზილიელი მეტოქეების ძლევის შემდეგ ნახევარფინალში უზბეკ შუკურჯონ ამიროვასთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოსთვის ხორვატი ანა პულიზთან დამატებით დროში წააგო.

დღესვე ტსტსმიზე გავიდნენ მათე გოგობერიშვილი (60), თორნიკე მაზიშვილი და თემურ ნოზაძე (ორივე 66), მაგრამ ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო