
თელავის სპორტის სასახლეში საქართველოსა და ისრაელის ხელბურთელთა ნაკრებებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, 19 და 21 მარტს ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ითამაშებენ.
ცნობისთვის, თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ჩვენც თელავში ვიმყოფებით. გეტყვით რომ, ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, ხოლო საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ჟურნალისტები მცირე ხნით დაგვიშვეს. თუმცა, ნაკრების მწვრთნელ ტიტე კალადანაძესთან გასაუბრება მოვასწარით.
ტიტე კალანდაძე:
„ჩვენი გუნდისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, რადგან ამ გუნდის თამაშები მხოლოდ ვიდეოს საშუალებით გვაქვს ნანახი. იმედი გვაქვს, ამ სირთულის მიუხედავად ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ და მატჩის ისე დასრულდება, როგორც გვსურს…
გვაკლია გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენიშვილი, ზურაბ გოგავა. ეს მანამდეც ცნობილი იყო და ჩვენი მწირი სათადარიგოთა სკამიდან გამომდინარე დიდი დანაკლისია. თუმცა, ვინც გამოვიძახეთ, მათგან ყველა ჯანრთელად არის და მოედანზე ყველა ბოლომდე დაიხარჯება…
გუნდში კარგი განწყობაა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი თამაშამდე არ მინდა. მსურს ეს კარგი ხასიათი და განწყობა შაბათ საღამოს გვქონდეს…
ჩვენ გვაყს უკვე გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც ძლიერ ლიგებში გამოადიან და ამ ფაქტმა გუნდზე დადებითად იმოქმედა. მეტი თამაში მეტ მაღალის დონის გუნდთან ხელბურთელებსაც ზრდის. გარდა ამისა, ნაკრებს ერთად სავარჯიშოდ ბევრი დრო არ აქვს, ისინი კი, თავიანთი გუნდები უკვე ფიზიკურად, ტენიკურად და ტაქტიკურად მომზადებულები ჩამოდიან. შესაბანისად, იმ მონახაზს, რომელსაც აქ ვახვედრებთ ადვილად ერგებიან…
გუნდში ასევე გვყავს ახალგაზრდებიც, რომლებიც ისეთივე სისტემით ვარჯიშობენ, როგორც ნაკრები და ვინც ეროვნულ გუნდში ხვდება, ამ კუთხით, მათთვის ახალი არაფერია. ამიტომ, მათი ინტეგრაცია და შერწყმა ადვილად ხდება“.
შეგახსენებთ, საქართველო-ისრაელის წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 4 დღის agoშედეგიანი მამუკელაშვილი და ბითაძის მორიგი ორმაგი
გააზიარეთNBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 4 დღის agoწიტაიშვილის გოლი, მეცის მარცხი
გააზიარეთსაფრანგეთის ლიგა 1-ში სამი ქართველის მეცი მარსელს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა, რამაც გუნდის მდგომარეობა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
წყალბურთი
/ 5 დღის agoრევანში თურქეთთან და ბრძოლა სუპერფინალისთვის
გააზიარეთსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთს 19:12 მოუგო და სუპერფინალში გასასვლელად...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი