გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ტიტე კალანდაძე შვედებთან მატჩით უკმაყოფილოა

გააზიარეთ

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურში კონტინენტის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 29:38 წააგო.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ გააკეთა:

„ვფიქრობ, დღევანდელი მატჩში გვაკლდა საბრძოლო სულისკვეთება. ასე იმიტომ მოხდა, რომ ცოტა უფრო დაღლილები ვიყავით. გვინდოდა, რომ ჩვენი მებრძოლი სული გვეჩვენებინა. სამწუხაროდ, დღეს ეს 100 %-ით ვერ ვაჩვენეთ.

შვედებს ჰყავთ ორი დიდებული მეკარე, რომლებსაც გასაღები ვერ მოვუძებნეთ. მათ წინააღმდეგ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. შვედებთან საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით არ წარმოგვიჩენია“.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩასატარებელი ერთი მატჩი დარჩა – 21 იანვარს, ნიდერლანდებთან.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ხელბურთი