გამოგვიწერეთ

რაგბი

ტოიოტა ჩელენჯი აფრიკასა და საქართველოში გაიმართება

გააზიარეთ

შავი ლომი ივნისში სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება და „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში, ადგილობრივ წამყვან გუნდებთან სამ მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ჩელენჯის ფარგლებში მომდევნო სამი მატჩი უკვე თბილისში გაიმართება.

შავი ლომი „ტოიოტა ჩელენჯში“ მეორედ მონაწილეობს. 2025 წლის ოქტომბერში ჩიტასს ორჯერ ეთამაშა: პირველ მატჩში მასპინძლები 39:38 დაამარცხა, მეორეში კი, აფრიკელებმა 24:5 იმარჯვეს.

წელს ტურნირი განასხვავებული, გაუმჯობესებული ფორმატით ტარდება და ექვსი გუნდი მონაწილეობს – სამი აფრიკული და სამი ევროპული. შესაბამისად, თითოეულ ევროპულ გუნდს, სამ სამხრეთ აფრიკულ გუნდთან მოუწევს შერკინება.

2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯში“ ითამაშებენ სამხრეთ აფრიკული ტოიოტა ჩიტასი, აირლინკ პუმასი და სუზუკი გრიქასი; ხოლო წვეული გუნდები არიან შავი ლომი, პორტუგალიის ნაკრები და რუმინეთის ა ნაკრები.

5 ივნისს, შავი ლომი პუმასს ეთამაშება, 10-ში – გრიქასს, ხოლო 14-ში ჩიტასს.

დავით კაჭარავა: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„ტურნირი შავი ლომის მიზნებს სრულად შეესაბამება. მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირსა და ჩიტასს ასეთი შესაძლებლობისთვის. ტურნირს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. შესაბამისად, მისი დაარსება და მონაწილეობა, ქართული რაგბისა და შავი ლომისთვის უდიდესი წარმატებაა“.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად რაგბი