გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ტორონტოს დიდებული შემოტრიალება

გააზიარეთ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე გუნდები ერთმანეთს პრესეზონის მოსამზადებელ ეტაპზე უპირისპირდებიან და საკუთარ ძალებს ცდიან. ცხადია, გამონაკლისი არც ტორონტო რეფტორსია, სადაც სანდრო მამუკელაშვილი ირიცხება.

კანადურმა გუნდმა უკვე მესამე მატჩი ითამაშა, ამჯერად ბოსტონ სელტიკთან და გულშემატკივრებმაც მეტად თვალსასეირო დაპირისპირება იხილეს. ტორონტო რუფტორსმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველი ნახევარი საგრძნობი სხვაობით წააგო და მესამე პერიოდიც ცუდად დაიწყო. ერთი ხანობა კანადური გუნდი 27 ქულასაც აგებდა, თუმცა მამუკელაშილმა და მისმა თანაგუნდელებმა კონცენტრაცია მალევე მოიკრიბეს და საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი ქამბექიც შემოგვთავაზეს. საბოლოოდ ტორონტომ მატჩი 107:105 მოიგო.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 21 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების ფორვარდს 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ტორონტო შემდეგ მატჩს 12 ოქტომბერს, ვაშინგტონის ვიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი