გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ტორპედო ზირასთან ქუთაისშიც შერცხვა

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ტორპედო აზერბაიჯანულ ზირასთან პირველი მატჩის მსგავსად 0:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ეს მოჩვენებით უპირატესობას ჰგავდა და ასეც გამოჩნდა: 25-ე წუთზე რიონისპირელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და არენ აიდინმა ანგრიში გახსნა – 0:1.

ტაიმის ბოლომდე ამინ სეიდიევმა საჯარიმოს გარედან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.

შესვენების შემდეგ აიდინმა დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

ტორპედოს ბიუჯეტისა და ხელფასების გათვალისწინებით, ქუთაისელებს ყოველ წელს პრეტენზია ჯგუფში შესვლაზე უნდა ჰქონდეს, მაგრამ სეზონს ყოველთვის ნაადრევად და სირცხვილით ასრულებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები