გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტურის ლოგიკური დასასრული და სიმჭიდროვე ცხრილში

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტური სამი მატჩით დასრულდა. სამივე მათგანში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.

დილა-მეშახტე 3:1

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

0:1 გოგოლაშვილი (15); 1:1 შეყილაძე (22); 2:1 დიუფი (43); 3:1 შეყილაძე (50)

თავიდან მეშახტე იგებდა – ბექა გაბისკირიამ ჩააწოდა და გიორგი გოგოლაშვილმა თავურით გაიტანა.

22-ე წუთზე დილას ფორვარდმა შოთა შეყილაძემ მეკარის მოგერიებულ ბურთს თავურით დაამატა და ანგარიში გაათანაბრა; ტაიმის ბოლოს კი, მუჰამედ დიუფმა, ასევე თავურით, წინ გაიყვანა გორელები…

შესვენების მერე კი ბლანკსონ ანოფმა პენალტის უფლება მოიპოვა და შეყილაძემაც გამოიყენა – 3:1.

სამგურალი-დინამო (ბთ) 0:4

წყალტუბო. 26 მაისი

0:1 ეშეტიე (21); 0:2 წულუკიძე (36); 0:3 მანდრიჩენკო (40); 0:4 მარა (62)

ბათუმელებმა წყალტუბოში დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

21-ე წუთზე ლუკა წულუკიძის ჩაწოდებულს ავოკე ეშეტიეს ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა; პირველივე ტაიმში ბათუმელთა კიდევ ორი გოლი ვნახეთ: ლუკა წულუკიძემ შორიდან ტექნიკური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა; დმიტრი მანდრიჩენკომ კი გამოიყენა თორნიკე კირკიტაძის პასი და ვარდნაში გაიტანა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა მეოთხე გოლიც მიითვალეს: ისევ კირკიტაძის პასი , უერდი მარას ტექნიკური მოქმედება და დარტყმაც საშუალო მანძილიდან – 0:4.

გაგრა-სპაერი 1:1

თბილისი. პეტრო არენა

1:0 მუჯირი (78); 1:1 ჩაგუნავა (82)

ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. გაგრა ისევ მერვე ადგილზეა, სპაერი კი მეცხრეა.

სხვათა შორის, გაგრას შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან ზედიზედ ოთხი ფრედ დაასრულა. აი, სპაერს კი, ბოლო ექვსი მატჩია არ გაუმარჯვია.

უგოლო პირველი ტაიმი ვნახეთ, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სპაერს კაპიტანი ნიკოლოზ კენჭაძე გაუძევეს; გაგრამ ამით ისარგებლა და დავით მუჯირის ლამაზი თავურით დაწინაურდა; თუმცა რამდენიმე წუთში სპაერის ნახევარმცველმა ნიკა ჩაგუნავამ ცხრიანში დაარტყა და 1:1.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 21 11 5 5 26-18 38

2.იბერია 20 10 4 6 30-22 34

3.დინამო (თბ) 21 9 7 5 33-25 34

4.დინამო (ბთ) 21 8 7 6 34-32 31

5.ტორპედო 21 8 6 7 34-23 30

6.დილა 20 9 2 9 24-20 29

7.სამგურალი 21 8 4 9 27-37 28

8.გაგრა 21 5 9 7 21-27 24

9.სპაერი 21 5 8 8 27-28 23

10.მეშახტე 21 1 8 12 15-39 11

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი