გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უდინეზემ გიორგი ჩაკვეტაძე მედიასთან წარადგინა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ახალმა კლუბმა, უდინეზემ იტალიურ მედიას წარუდგინა.

შეგახსენებთ, 26 წლის ქართველი ნახევარმცველი იტალიაში ინგლისურ ჩემპინშიპის უოტფორდში გატარებული სამი სეზონის შემდეგ გადავიდა.

გიორგი ჩაკვეტაძე:

„იტალიაში თამაში ჩემი ოცნება იყო. უდინეზე დიდი კლუბია, მდიდარი ისტორიით. აქ ყოფნა მახარებს.

ტექნიკურ დირექტორ ნანისთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. უოტფორდში ხშირად ვსაუბრობდით. სწორედ მან მირჩია, რომ უდინეზე მშვენიერი არჩევანი იქნებოდა, რაც ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის საშუალებას მომცემდა. იმედი მაქვს, უოტფორდიც შეძლებს პრემიერლიგაში აღზეცებას…

მოედანზე ჩემი საყვარელი პოზიცია „ცხრიანია“, თავდამსხმელის უკან. თუმცა, ფლანგზე ან ნახევარდაცვის ცენტრში თამაშიც შემიძლია. ამ ეტაპზე ტრავმა მაწუხებს, მაგრამ რამდენიმე დღეში სირბილს შევძლებ. იმედი მაქვს, რამდენიმე კვირის შემდეგ გუნდსაც შევუერთდები…

ახალი თანაგუნდელებიდან ძანიოლოს გამოვარჩევ, რომელსაც გოლის გატანაც შეუძლია და  დრიბლინგითაც გამოირჩევა. დიდებული მცველია სოლეტი. ბევრი გოლის გატანას ახერხებდა დევისი და მისი დონე ვარჯიშებზეც ჩანს…

სერია A-ს რამდენიმე თამაში ვნახე. ბევრი გუნდი ხუთკაციან დაცვას იყენებს. ამ ლიგაში ტაქტიკას უდიდესი ყურადღება ექცევა და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება“.

სერია A 22 აგვისტოს დაიწყება. უდინეზეს პირველი მატჩი კომოსთან უწევს. დიდი ალბათობით, ამ დროისთვის ჩაკვეტაძე სრულად მზად არ იქნება.

რაც შეეხება გასულ სეზონს, უდინელები მე-10 ადგილზე გავიდნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები