გამოგვიწერეთ

კალათბურთი

უკრაინასთან სათამაშო 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს იწყებს. ერთკვირიანი შეკრება დასრულებულია – ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრების კანდიდატები თბილისი არენაზე ავარჯიშა. მატჩის წინა დღეს კი, ღია ვარჯიშის შემდეგ ის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც საქართველოს ნაკრები უკრაინასთან სათამაშოდ გავა.

შეკრებაზე არ ყოფილა თორნიკე შენგელია, რომელიც დღეს ევროლიგაში ითამაშა და მატჩის დარულების შემდეგ საქართველოში გამოეგზავრა.

ნაკრები 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი.

მაზიაშვილი, ტურძილაძე, ხატიაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ძირითად ნაკრებში დაბრუნდნენ – დანარჩენი ყველა ეროვნულ ნაკრებში გასულ ევრობასკეტზე იყვნენ.

უკრაინასთან მატჩი ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის, რომელიც 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრები მისი ბოლო მატჩი კი, 30 ნოემბერს, ესპანეთში შედგება. შესარჩევი ტურნირის პირველი ფანჯრის მეორე მატჩი საქართველო ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და უკრაინის მატჩი თბილისი არენაზე 20:50 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი