გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უკრაინაში ქართველები საჩემპიონოდ იბრძვიან

გააზიარეთ

უკრაინის პრემიერ ლიგაში ყველა შემთხვევაში ქართველი უნდა გახდეს. ამ დროისთვის პირველ ადგილზე შოთა ნონიკაშვილის ჩერკასი არის, ვინაც სტუმრად კრივბასი 3:0 დაამარცხა.

ნონიკაშვილი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოახხერხა. ეს მისი მე-3 გოლია ჩემპიონატში.

ჩერკასის მსგავსად 50 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არის ირაკლი აზაროვის შახტარიც. თუმცა, დონბასელებს მატჩი რეზერვში აქვთ. შახტარმა 3:0 მოუგო ლვივის რუხს. აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა.

საჩემპიონო თამაში მომდევნო ტურში უნდა იყოს – ჩერკასი შახტარს შინ დაუპირისპირდება.

მესამე ადგილზეა გიორგი მაისურაძის ზაპოროჟიეს პოლესიე, რომელიც ლიდერებს შვიდი ქულით ჩამორჩება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები