გამოგვიწერეთ

ძიუდო

ულან-ბატორის გრანდ სლემი უმედლოდ დავიწყეთ

გააზიარეთ

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაიწყო ძიუდოისტთა გრანდ სლემი. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლევა,

პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა – გიორგი სარდალაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური (ორივე 66) და ჯულიეტა როდონაია (48კგ). თუმცა, ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა.

მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი სარდალაშვილი იყო, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლა მასპინძელ სუხბატ ბაიმბასურენთან დამარცხდა. მანამდე სარდალაშვილმა სლოვენიელი დავიდ სტარკელი და ყაზახი ამან ბაკიტჟანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ბალიბაი აგაიევთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟის პირველ წრეში ტაიპელ იუნგ იანგს აჯობა.

მარგველაშვილმა პირველ წრეში პორტუგალიელი მიგელ გაგო კი დაამარცხდა, მაგრამ მეორეში რუს რამაზან აბდულაევთან თავად წააგო., გიგაური საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ფინელ ლუკას საჰას მოუგო, მაგრამ მესამეში აზერბაიჯანელ ნიზამ იმრაბნოვთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

როდონაია კი, ფრანჩესკა მილანისთან პირველივე წრეში დამარცხდა.

ხვალ ტატამიზე გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73), ზაურ დვალაშვილი (81) და ნინო გულბანი (70) გავლენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო