გამოგვიწერეთ

ნაკრები

უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიასთან დამარცხდნენ

გააზიარეთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარეს და მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეცხრე ადგილის ნახევარფინალში 19:43 დამარცხდნენ.

ქუთაისის „აია არენაზე“, პირველ ტაიმში ბოჭვების თითქმის ნახევარი გაგვიცუდდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა და 25 წუთში ექვსი მარტივი ლელო გაიტანა, რასაც ხუთი ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამ პერიოდში საქართველოს ერთადერთი შედეგიანი შეტევა ქონდა. სამ გაშვებულ ლელოს მე-13 წუთზე ვუპასუხეთ, როდესაც მოლის შემდეგ დავით ბარბაქაძემ შეუტია, რაქიდან კი, ბურთი თემურ ძოძუაშვილმა აიტაცა და ძელებსშუა დაამიწა, ნიკოლოზ ხალვაშმა კი გარდასახვით ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანა.

კიდევ ერთი ლელო 36-ე წუთზე გავიტანეთ: ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ვერ დავძარით, მაგრამ ბურთი გავიტანეთ და მეორე მიძალებაზე გაბრიელ რაზმაძემ მიზანს უწია, ხალვაშმა კი გარდასახა. ზედ შესვენების წინ სტუმრებმა ჯარიმით სამი ქულა აიღეს და ტაიმი 43:14 მოიგეს.

მეორე ტაიმში იტალიამ ქულა ვეღარ აიღო. უმცროს ბორჯღალოსნებს საწყის წუთებში ლელოს გატანის სამი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ იხეირეს. ტაიმის ერთადერთი შედეგიანი შეტევა 63-ე წუთზე გვქონდა, როდესაც ლუკა ტაბატაძემ მეტოქის 22-ში მცველებს თავგზა აუბნია და ხუთმეტრიანში შევიდა, იქიდან გამოსული ბურთით კი გიორგი აღნიაშვილმა შეუტია და ლელო გაიტანა – 19:43.

მეცხრე ადგილის მეორე ნახევარფინალში ფიჯიმ ირლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ 19:24 დამარცხდა.

შედეგად, 18 ივლისს, ქუთაისის „აია არენაზე” საქართველო ფიჯის 18:00 საათზე მე-11 ადგილისთვის ეთამაშება, 20:30 საათზე კი, იქვე იტალია ირლანდიას მეცხრე პოზიციისთვის შეერკინება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები