გამოგვიწერეთ

კალათბურთი

უშეცდომო ბითაძე და ორლანდოს გამარჯვება

გააზიარეთ

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლა და მარტივად მოიგო – 129:101. „ჯადოქრებმა“ მიმდინარე სეზონში მეცხრედ მოიგეს, სატურნირო ცხრილიც გამოიკეთეს და ამ დროისთვის ფლეი ოფის ზონაში არიან.

გოგამ პარკეტზე 16:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ უშეცდომოდ ისროლა: სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა და ორი პერსონალური ფოლი ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, ორლანდომ მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო.

ორლანდოს ცხრა მოგება და შვიდი მარცხი მოუგროვდა, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე შედეგია. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო მატჩს ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ საშინაო არენაზე ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი