გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ფავორიტების დამაჯერებელი გამარჯვებები

გააზიარეთ

კალათბურთში, საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში, პირველი რაუნდის ბოლო სამი მატჩი გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობაც თითქმის გარკვეულია.

თსუ-მ პირველი ლიგის წევრი – ლიბერთი (ყოფილი თავისუფალი უნივერსიტეტი) 95:75 დაამარცხა და სენსაცია უნდა მოხდეს, მეოთხედფინალს რომ ვერ უწიოს.

ყველაზე არხეინად ზესტაფონელები არიან, რომლებმაც თბილისი არენაზე ა ლიგის დებიუტანტი ვინგსი 40-ქულიანი სხვაობით – 120:80 დაამარცხეს.

23-ქულიანი ჰანდიკაპია კიდევ ერთ ზედა-ქვედა ლიგების წყვილში. თასის გათამაშების შარშანდელმა გამარჯვებულმა ქუთაისმა ა ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტ ახალციხეს 91:68 მოუგო. იმერულმა კლუბმა მეტოქეს გართულებების გარეშე სძლია და მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზა გვარიანად გაიკვალა.

მერვედფინალური სერიის საპასუხო მატჩები 21, 22, 23 და 24 იანვარს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი