გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ფედერაციის თასი ფანცულაიამ და ხოტენაშვილმა მოიგეს

გააზიარეთ

თბილისის ბილტმორში დამთავრდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.

ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის მიმდინარეობდა. ერთია, ვაჟთა შორის 14 მონაწილე იყო, მათ შორის ორი ქალბატონი – ნანა ძაგნიძე და სოფიკო ნიკოლაძე. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და ცხრა ტური გაიმართა. საბოლოოდ, ლვენა ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ 7-7 ქულა დააგროვეს, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტის წყალობით პირველობა ფანცულაიას ერგო. მესამე ადგილზე გიგა ყუფარაძე (6.5) გავიდა.

ქალთა შორის 7.5 ქულა ერთბაშად სამმა მონაწილემ დააგროვა – ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე. დამატებითი მაჩვენებლის მიხედვით ადგილებიც ამ თანმიმდევრობით განაწილდა.

ხვალ შეჯიბრი ბლიც-ჭადრაკში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჭადრაკი