გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფერეიდნელი ქართველის გმირობა და ქულა ევროპაზე

გააზიარეთ

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ხორვატიას 2:2 ეთამაშა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან მცირეა.

მატჩი ხორვატთა მასირებული შეტევებით დაიწყო და სახიფათოდაც ურტყამდნენ. რომ იტყვიან გაძლებაზე ვიყავით. ასე გაგრძელდა ხუთწუთნახევარი. მერე კუთხურის უფლება მივიღეთ, ჯვარაშვილმა ბურთი კარის გასწვრივ გაგზვავნა, იქ კი ხორვატმა მცველმა მიმართულება საკუთარ კარში შეუცვალა.

გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატებმა კიდევ უფრო გააფთრებით შემოგვიტიეს და რომ არა ჩვენი მეკარის, ალი ასლანის თამაში შესანიშნავი თამაში ბევრ გოლს გაიტანდნენ. თუმცა, მე-16 წუთის ბოლოს დაცვა ჩავარდა და ასლანიც ვერაფერს გახდა – 1:1.

ტაიმიც ასე მორჩა, მაგრამ ხორვატების უპირატესობა უდიდესი იყო: 40 დარტყმა, აქედან 22 კარში, კუთხურები ბალკანელებმა 11 მოაწოდეს, ჩვენ – ერთი.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით გაგრძელდა, იმ განსხვავებით, რომ ხორვატებმა გოლი მალევე გაიტანეს და დაწინაურდნენ. თუმცა, მალევე პენალტის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ, მაგრამ გიორგი ღავთაძემ ბურთი მეკარეს გაარტყა.

ხორვატები ისევ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ალი ასლანი შეუდარებელი იყო. მერე ბალკანელებმა შეცდომა დაუშვეს, კონტრშეტევაზე კი ღავთაძის პასით ვახტანგ კეკელიამ გაათანაბრა.

ალი ასლანმა საოცრებები გააგრძელა, წუთნახევრით ადრე კი სულაც პენალტი მოიგერია. ჩვენი ფერეიდნელი ქართველი მატჩის გმირიც გახდა – ასლანს 33 მოგერიება ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებს ორი მატჩის შემდეგ ერთი ქულა აქვს, ხორვატებს – ორი. დღეს კიდევ ერთი თამაშია: ერთქულიანი საფრანგეთი სამქულიან ლატვიას ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები