გამოგვიწერეთ

რაგბი

ფინალში გასასვლელად ქუთაისელები იბრძოლებენ

გააზიარეთ

crocobet დიდი 10-ის გასავარდნ ფინალში ქუთაისის აიამ შინ რუსთავის ხარები 46:12 დაამარცხა და წინასწარ ფინალში გავიდა.

18 აპრილს, ქუთაისურ დერბიში, უნდა გადაწყდეს რომელი გუნდი ითამაშებს ფინალში ბათუმთან. არესი გუშინ შესარჩევ ფინალში ბათუმთან (11:10) ქულით დამარცხდა და ზღვისპირელებმა „აჭარაბეთ არენაზე“ თამაშის უფლება ვადამდე მოიპოვეს.

გასავარდნ ფინალში მასპინძელი აია უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და პირველი ტაიმის შემდეგ 22:0 დაწინაურდა; ხარებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გელა მახარაშვილის ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მატჩის ბოლომდე აიას დომინირება გაგრძელდა: ამირან შვანგირაძემ მასპინძლებს 22-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა; შემდეგ თემურ ძოძუაშვილმა მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვა თავადვე შეასრულა; დასკვნით 10 წუთში კიდევ სამი ლელო გავიდა და, საბოლოო ანგარიში გაფორმდა – 46:12.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ ძოძუაშვილი გახდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი