გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

ფლეი აუტის მატჩები სტუმართა უპირატესობით დაიწყო

გააზიარეთ

გაიმართა ეროვნული ლიგის ფლეი აუტის პირველი მატჩები და საკმაოდ საინტერესოდაც დაიწყო,

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასულმა ტყიბულის მეშახტემ საკუთარ მოედანზე ეროვნულ ლიგაში მერვე ადგილზე გასულ თელავს უმასპინძლა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე გახსნეს – თავი ნიგერიელმა ლეგიონერმა კლეოპას ბელეუ-ები ტიმიმ გამოიჩინა. თელავმა გათანაბრება და მატჩის გადარჩენა 56-ე წუთზე მოახერხა – ანდრია დევდარიანმა კახელებ უკეთეს პოზიციაში დატოვა.

საპასუხო მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება.

მეორე მატჩში ქვედალიგელმა თბილისის სპაერმა უმაღლესლიგელი გარეჯი სტუმრად 2:0 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა რათა ისტორიაში პირველად ელტაში აღმოჩნდეს.

სპაერმა თითო ტაიმში თითო გოლი შეაგდო. პირველში ზაქარია ბასილაშვილის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში საბა გეგიაძემ ანგარიშს საბოლოო სახე მისცა.

საპასუხო მატჩი აქაც 14 დეკემბერს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი