გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ფროზინონეს გამარჯვება კვერნაძემ დაიწყო

გააზიარეთ

იტალიის სერია B-ს 24 ტურში გიორგი კვერნაძე გოლით გამოირჩა. ჩვენებურის ფრიზონონემ კი სტუმრად აველინო 3:1 დაამარცხა და სერია A-ში გადასვლის რეალური შანსი აქვს.

ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა გახსნა და გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა. საათის თავზე ფროზინონე უკვე სამი ბურთით იგებდა, გოლი კი 77-ე წუთზე გაუშვა.

აველინოსთან მოგების შემდეგ ფროზინონე 49 ქულით მეორე ადგილზე და მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერ ვენეციას. მომდევნო ტურში კი ისევ სტუმრად ითამაშებს და აუტსაიდერ სპეციას ეთამაშება.

რაც შეეხება კვერნაძეს, მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი მოუგროვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები