გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა

გააზიარეთ

იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0 დაამარცხა. ჩვენებურმა მოედანზე მხოლოდ 73 წუთი გაატარა, მაგრამ დუბლის შესრულება ამ დროშიც მოასწრო. 22 წლის თავდამსხმელისთვის ეს ფროზინონეს რიგებში პირველი დუბლია.

კვერნაძემ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა; მეორე 65-ე წუთზე შეაგდო; მის გოლებს შორის კალვანიმაც გაიტანა.

კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

ფროზინონე სერია B-ს 15 ტურის შემდეგ 31 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ ამდენივე ქულა აქვს მონცასაც. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში პესკარას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები