გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრების ფრე და მარცხი ჩეხეთთან

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მატჩების ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი 14 ოქტომბერს შინ კოსოვოს უმასპინძლებს, 20 ოქტომბერს კი, იტალიას ესტუმრება.

მანამდე ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა ჩეხეთთან: ერთში დამარცხდა და ერთიც ფრედ ითამაშა.

პირველი თამაში 2:3 წავაგეთ. ჩეხები დებიუტშივე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ; თუმცა, ჯერ ლევან სვანიძემ შეამცირა სხვაობა, მეორე ტაიმში კი, ნიკოლოზ კურტანიძემ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს დაწინაურების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების გოლი სტუმრებმა გაიტანეს.

მეორე მატჩში ჩვენი გუნდი მეორე წუთზე მეტოქის ავტოგოლით დაწინაურდა; შესვენების შემდეგ ირაკლი თოდუამ ანგარიში ორამდე გაზარდა; ერთია, ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და დარჩენილ დროში ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები