გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრებმა ევროპა მარცხით დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა 0:4 დამარცხდა.

ლატვია მატიუშენკოს გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გასათანაბრებლად შეუტია, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ხან ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი თამაშობდა კარგად, ხანაც შემტევები სცოდავდნენ, ბურთი ძელსაც მოხვდა,,, საბოლოოდ, ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად ამისა, ჩანდა, რომ თამაშის შემოტრიალება შეიძლებოდა. გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყიშიც შეგვეძლო, მაგრამ რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ის მეტოქემ გამოიყენა და სამწუთიან მომანკვეთში ტარანოვსკისგან ორი გოლი მივიღეთ. ბოლო წამებზე კი მეტოქემ უყუდაღებობისთვის დაგვსაჯა.

ჩვენს ჯგუფში, ხორვატიისა და საფრანგეთის ჯახი 2:2 დასრულდა. შედეგად, ლატვია სამი ქულით გალიდერდა; ხორვატებსა და ფრანგებს თითო ქულა აქვთლ ჩვენ უქულოდ ვართ.

მეორე ტურში, 25 იანვარს, საქართველოს ნაკრები ხორვატიას ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები