გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვა მარტივად დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩში მოლდოვა 5:1 დაამარცხა.

წესით ჩვენებს ტურნირი ყირგიზებთან მატჩით უნდა გაეხსნათ, მაგრამ შუა აზიელები სომხეთის დედაქალაქში ცუდი ამინდის გამო დაგვიანებით ჩავიდნენ და ორგანიზატორებსაც მანამდე ფორმატის შეცვლა მოუწიათ.

შედეგად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოლდოვასთან ითამაშა და დამაჯებელი გამარჯვებაც მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გიორგი ღავთაძის გოლით დაწინაურდა; მოლდოველთა ავტოგოლის შემდეგ სხვაობა ორბურთიანი გახდა; მერე ღავთაძემ დუბლი შეასრულა; მეოთხე არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა; მატჩის საბოლოო ანგარიში ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დააფიქსირა;

საქართველოს ნაკრები 24 დეკემბერს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ამ ტურნირს საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებს. აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა თუ ჩვენები ერევანში სამ მატჩს ითამაშებდნენ. ევრო 2026 კი, 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები