გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრებმა მსოფლიოსთვის მზადება დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადევა დაიწყო.

ირის ანტმანის გუნდი C ლიგის მეოთხე ჯგუფში საბერძნეთისა და ფარერების ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ტურნირს კი, 3 მარტს, ელადაში გასვლით დაიწყებს.

მთავარმა მწვრთნელმა პირველ ტურში გასამართი შეხვედრისთვის შეკრებაზე 23 ფეხბურთელს უხმო. გუნდი შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე გაივლის.

C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი ფლეი ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც პარალელურად 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (კოლხეთი ხ);

დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), ნატა კვირკვაია (ვერა), სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი, ანი აკობიძე (ორივე ნიკე-ლუსო), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნათელა წოწერია (ბათუმი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ტატა მატვეევა, ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, ეთერ სულაშვილი (ყველა ლანჩხუთი), კესო მეტონიძე, ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (სპარტა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (დინამო ს).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები