
საქართველოს ქალთა ნაკრები, 2027 წლის თებერვალ-მარტში რაგბი ევროპის ალაფაზე ითამაშებს.
ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის მესამე, კონფერენც დივიზიონში შარშან ნოემბერში ჩაერთო და ორი თამაში სტუმრად დიდი უპირატესობით მოიგო – რუმინეთთან 43:0 და ხორვატიასთან 55:5.
იმისათვის, რომ ეროვნული გუნდი ალაფაზე აღზევებულიყო, სპორტულ მიღწევებთან ერთად, საჭირო იყო დამატებითი პირობების შესრულება, რასაც საქართველოს რაგბის კავშირმა წარმატებით განახორციელა.
რაგბი ევროპის ალაფაზე ოთხი გუნდი თამაშობს. საქართველო პირველ შეხვედრას 6 თებერვალს, სტუმრად გერმანიასთან გამართავს, 13 და 27 მარტს კი, შესაბამისად, შვედეთსა და ფინეთს შინ დაუხვდება. ეს იქნება 15-ქალა ნაკრების პირველი ოფიციალური თამაშები საქართველოში.
ნაკრების აქტიურობა ამით არ შემოიფარგლება. გერმანიასთან მატჩის შემდეგ, 12-19 თებერვალს, გიორგი მაისურაძის შეგირდები ერთკვირიან შეკრებაზე ტუნისში გაემგზავრებიან და მასპინძლებთან ორ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.
გიორგი მაისურაძე:
„სასიხარულოა, რომ რაგბი ევროპამ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ალაფაზე დაგვიშვა. როდესაც რაღაც საქმეს იწყებ, ყოველთვის მწვერვალებისკენ მიისწრაფი კარგია გაისად ახალი გამოწვევა რომ გვექნება. ალაფაზე აღზევება ნიშნავს, რომ უკეთეს გუნდებთან გვექნება თამაშები. მომავალ შეხვედრებს ფრთხილი მოლოდინით ვუყურებთ და იმედია ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით.
სასიხარულოა, რომ ორი თამაში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გვექნება. გოგონებს შინ იშვიათად უწევთ თამაში, რადგან შვიდქალას ეტაპები ყოველთვის სხვა ქვეყნებში ტარდება. გარდა იმისა, რომ შინ თამაში გოგონებისთვისაა მნიშვნელოვანი, ეს ქალთა რაგბის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს და, იმედი გვაქვს, რაგბით უფრო მეტი გოგონა დაინტერესდება.
სამწუხაროდ, გერმანიასთან მატჩს უთამაშებლები შევხვდებით, რის შემდეგ ტუნისში გავემგზავრებით და მასპინძლებთან ორი ამხანაგური თამაში გვექნება. ტუნისელებმა თავად შემოგვთავაზეს სპარინგ-მატჩების გამართვა და ჩვენც რა თქმა უნდა დავთანხმდით, რადგან თამაშებით განებივრებული არ ვართ. ეს დაგვეხმარება მომდევნო ორი შეხვედრისთვის უკეთ მოსამზადებლად.
ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. მეორე კვირაა ვვარჯიშობთ და სავარაუდოდ, წელს კაცთა გუნდებთან უკონტაქტო სპარინგები გვექნება. ასევე, გასული სეზონის მსგავსად, ვგეგმავთ ტურნირების ჩატარებას, როგორც პატარებში, ასევე დიდებში, რაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის ნაწილობრივ აღმოფხვრაში დაგვეხმარება“.
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ალაფა ჩაკეტილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ჩემპიონატზე აღზევდება პირველ ადგილზე გასული გუნდი და არც ბოლოადგილოსანი დაქვეითდება კონფერენც დივიზიონში.
ცნობისათვის, მსოფლიო რეიტინგში, საქართველოს ნაკრები (43.88 ქულით) 70 გუნდს შორის 27-ე ადგილზეა. რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეებს: გერმანია (51.10) მე-20 ადგილს იკავებს, შვედეთი (47.78) 22-ე პოზიციაზეა, ხოლო ფინეთი (41.23) 35-ე საფეხურზეა.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 16 საათის agoხვიჩა კვარაცხელია: შვილთან ერთად ვვარჯიშობ
გააზიარეთპოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ ნომინანტ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. _ თქვენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 17 საათის agoორი განსხვავებული ტაიმი და თსუ-ს მოგება
გააზიარეთმარგვეთი-თსუ 79:86 (22:10; 28:26; 16:25; 13:25) ზესტაფონში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო მარგვეთი საშინაო მატჩებს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 1 დღის agoეროვნული ლიგა: საჩემპიონო რბოლაში ოთხი გუნდია
გააზიარეთგაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. შეიცვალა ლიდერიც და ახლა ცხრილის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი