გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქართველები დასაჯეს – დისკვალიფიკაციები დოპინგის გამო

გააზიარეთ

მსოფლიო რაგბის ინფორმაციით, ქართველი მორაგბეები დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. სასჯელი ხანგრძლივი და მძიმეა.

მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა სქემა, რომელიც ნიმუშების შეცვლასა და დოპინგ-ტესტების წინასწარ გაფრთხილებებს გულისხმობდა.

„ოპერაცია ობსიდიანის“ სახელით ცნობილი გამოძიება 2023 წელს დაიწყო და ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც მორაგბეებმა დოპინგის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად შარდის ნიმუშები გაცვალეს.

12 მაისს გამოცხადდა დაკისრებული სასჯელები, რომელთაგან ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ მიიღო – 11 წელი; ექვსი წლით დაისაჯა გიორგი ჭყოიძე; 3-3 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ლაშა ხმალაძემ, ოთარ ლაშხმა და მირიან მოდებაძემ; ლაშა ლომიძე კი, მხოლოდ ცხრა თვე იუქმებს.

საქმიანობას ცხრა წლით ჩამოაშორეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ექიმი ნუცა შამათავაც.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები