გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველ ლეგიონერთა ესპანური ამბები

გააზიარეთ

ცუდი სერიის შემდეგ გიორგი შერმადინის ტენერიფე გამარჯვების რელსებზე შედგა. სამ მარცხს ტენერიფელებმა ზედიზედ ორი მოგება მიაყოლეს. ამჯერად კუნძულელებმა ბასკონიას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 89:85 აჯობეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე კი, 17:28 წუთი დაჰყო. ამ დროის კვალობაზე ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ბევრი, 14 ქულა მოაგროვა, რაც მარსელინიოს შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგია.

ტენერიფეს 11-7 ბალანსი აქვს და მეშვიდე ადგილზეა, 7 თებერვალს შერმადინის გუნდი ბურგოსს სტუმრად ეთამაშება.

თორნიკე შენგელიას ბარსელონა მურსიასთან სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე დამარცხდა – 83:84. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. 21:07 წუთში კი, თოკომ 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბარსელონას 12 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა. ეს გუნდის ზედიზედ მეორე მარცხი იყო ჩემპიონატში. 8 თებერვალს ბარსელონა ხირონას უმასპინძლებს.

პრიმერა FEB ლიგაში დუდა სანაძის პალმერ ბასკეტმა სამორასთან დაძაბულ ბრძოლაში – 92:95 წააგო. სანაძემ 26:09 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

პალმერ ბასკეტს 3-14 ბალანსი აქვს და ბოლოსწინა, მე-16 ადგილზეა. 11 თებერვალს ბალეარელები პალენსიას ესტუმრებიან.

გიორგი კორსანტიას გიპუზკოამ ბასკეთში ესტუდიანტესს 73:66 მოუგო. კორსანტიამ 17:18 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.

გიპუზკოას 10 მოგება და 7 მარცხი აქვს. კორსანტიას გუნდი ამ შედეგით მე-6 პოზიციაზეა. 7 თებერვალს ბასკური კლუბი კარტახენას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი