გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ქართული გუნდების კონფერენს ლიგის მეტოქეები ცნობილია

გააზიარეთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს შტაბ-ბინაში, კონფერენს ლიგის 2026-27 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეგახსნებთ, ამ ტურნირის საწყის ეტაპზე სამი ქართული გუნდი მონაწილეობს და მეტოქეები სამივემ შეიტყო.

ქუთაისის ტორპედოს მეტოქე აზერბაიჯანული ზირა იქნება, რომლის რიგებში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი. პირველი მატჩი აზერბაიჯანში გაიმართება, საპასუხო – ქუთაისში.

თბილისის დინამოს მეტოქედ ლუქსემბურგის მონდორფი ერგო. დედაქალაქური გუნდი ჯერ სტუმრად ითამაშებს, ხოლო საპასუხოს საშინაო არენაზე გამართავს.

ყველაზე მეტად გორის დილას გაუმართლ;ა და მეტოქედ სან მარინოს ვირტუსი. აქ უკვე პირველი მატჩის მასპინძელი ქართლური გუნდი იქნება, ხოლო საპასუხოს სტუმრად ითამაშებს.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9 და 16 ივლისს გაიმართება. ხვალ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და, თუ ქართული გუნდები შემდეგ ეტაპზე გავლენ, პოტენციური მეტოქეები ეცოდინებათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები