გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქართული სასტვენი ევროპაში

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური მიილია, თუმცა მიმდინარე კვირაში ევროტურნირები ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებით გრძელდება.

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მატჩში ავსტრიული ზალცბურგი უნგრულ ფერენცვაროშს უმასპინძლებს. ალბათ გაიკვირვებთ კონკრეტულად ეს მატჩი რატომ გამოყავით არცერთ გუნდში ხომ ქართველი ფეხბურთელი არ ირიცხებაო. დიახ, ამ მხრივ ბატონი ბრძანდებით, მაგრამ მოედანზე ქართველებს მაინც ვიხილავთ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ აღნიშნული დაპირისპირების განსასჯელად უეფამ ქართველი არბიტრები მიავლინა. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძეა, ხოლო ვიდეო რეფერის დამხმარე ბაკურ ნინუა.

ქართველ არბიტრთა კიდევ ერთი ბრიგადა იმუშავებს ჰელსინკში, ოღონდ ამჯერად უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩის განსასჯელად, სადაც ადგილობრივი ჰიკი თურქულ ტრაბზონსპორს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის მთავარი მსაჯი ალეკო აფციაურია, ხოლო ასისტენტები ელენე ელოშვილი და დავით ჩიგოგიძე.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი