გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ქართულმა წყვილმა მედალი თავისუფალში დაკარგა

გააზიარეთ

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში დასრულდა ISU-ს გრან პრის სერიის ფინალური ტურნირი, სადაც გასული ეტაპების შედეგების მიხედვით შერჩეული საუკეთესო ექვსეულები მონაწილეობდნენ.

საქართველოდან ეს უფლება სპორტულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს.

ქართული წყვილი მოკლე პროგრამაში უკეთესი იყო და მესამე შედეგი აჩვენა. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდნენ და საბოლოოდაც მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

არადა, გასულ წელს გრან პრის ფინალში ქართულმა წყვილმა მესამე შედეგი დააფიქსირა და მედალი აიღო.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები