გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ქეცბაიამ ეროვნული ლიგა მოგებით დაიწყო

გააზიარეთ

ქეცბაიამ ეროვნული ლიგა მოგებით დაიწყო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის პირველ მატჩი გაიმართა, სადაც თემურ ქეცბაიას დებიუტი, მთავარი მწვრთნელის რანგში, წარმატებული გამოდგა.

სამგურალი-დინამო (თბ) 1:2

დინამო თბილისმა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. აი, სამგურალმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგო.

პირველი გოლი 33-ე წუთზე ვნახეთ. დინამოელთა კუთხურის შემდეგ, მათე ვაწაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად თავადვე აქცია; 37 წლის ვაწაძემ მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი მიითვალა – როდრიგუ რამუშის პასით სხვაობა გაზარდა.

მეორე ტაიმის შუაში დინამო ათი კაცით დარჩა: გოგა კიკაჩეიშვილმა უხეშობისთვის წითელი ბარათი მოედანზე ოთხი წუთის შესულ ირაკლი სირაძეს უჩვენა.

მეტობაში მყოფი სამგურალი ბევრს უტევდა და 82-ე წუთზე ბრაზილიელმა მცველმა პაბულუ რიანმა თავურით გაიტანა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა…

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი