გამოგვიწერეთ

ნაკრები

ავთო ასათიანი: ფინალის ტოლფასი თამაში გვაქვს

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

დღეს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კაუნასში საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშება. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება. ეს არ იქნება იოლი საქმე. ერთია, ყვითელი ბარათების გამო მატჩს ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს. საქმე კიდევ უფრო გართულდება, თუ პარალელური შეხვედრაში, სადაც ლატვია და ხორვატია თამაშობენ, ფრედ დასრულდება, მაშინ უკვე სამი ბურთით მოგება დაგვჭირდება.

მატჩამდე ასათიანმა და ფეხბურთელმა, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ კომენტარები გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი:

„ბიჭების შრომამ მოგვიტანა ის, რომ ხორვატიასთან ფრემ დაგვტოვა ბრძოლაში, ახლა უკვე საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. ძალიან კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ კარგია, რომ შანსი გვაქვს და, ვეცდებით, ჩვენი შანსი გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება. ფინალის ტოლფასი თამაში იქნება, რაც უკვე კარგია და უნდა ვეცადოთ, რომ წინა შრომა არ დაიკარგოს“.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე:

„გუნდში დადებითი განწყობაა, საბრძოლველად ვართ მზად თითოეული ფეხბურთელი, გააზრებული გვაქვს, რა დონის და როგორი რთული თამაში იქნება. ვფიქრობ, ყველანი მზად ვართ. საფრანგეთი უძლიერესია, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს, მაქსიმუმს ვეცდებით, დანარჩენს თამაში გამოაჩენს“.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები