გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქოქრილი: დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველი ჯახი აშშ-ს 43:30 მოუგო. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა მატჩი შეაფასა.

„კარგია რომ მოვიგეთ. გვქონდა კარგი მომენტებიც, მაგრამ იყო ცუდი შეცდომებიც. თავს არ ვიმართლებთ, თუმცა ეს პირველი თამაში იყო. ასე აღარ უნდა მოხდეს. ამ კვირაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა კანადასთან ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ, მე-20 წუთისთვის ანგარიში დამსახურებული იყო. თუმცა, თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ და როგორც პირველი ტაიმის ბოლოს, ასევე მატჩის დასრულების შემდეგ, ანგარიში კანონზომიერი იყო…

იაპონიის ნაკრები ამჟამად ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა დავამარცხეთ. კანადასთანაც და იაპონიასთანაც ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯებესოთ თამაში, ჩემი ვალდებულება და პასუხისმეგებლობაა ამ შედეგს მივაღწიოთ. შესათამაშებლად იაპონიას ბევრად დიდი დრო ჰქონდა. შემოდგომაზე მათ უკვე ითამაშეს ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ირლანდიასთან. ჩვენამდე შეხვდებიან უელსს და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი შეთამაშებულები იქნებიან…

ვფიქრობ, იაპონიასთან ბოლო თამაშის შემდეგ ჩვენც უკეთესი გუნდი ვართ, განსაკუთრებით დერეფანში, შეტევით მოლში და შერკინებაში. მომავალი თამაშებისთვის იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა ფუნდამენტური“, – ამაბობს ქოქრილი.

გეტყვით რომ, 15 ნოემბერს საქართველო კანადას ბათუმში ეთამაშება, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიას თბილისში დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები