გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქოქრილი: წილისყრამდე 12 გუნდში უნდა დავრჩეთ

გააზიარეთ

ნოემბრის ტესტ-მატჩების წინ ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ინგლისელმა სპეცილისტმა აღნიშნა, რომ სამივე თამაშის მოგება მნიშვნელოვანია, რათა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ, 12 მოწინავეს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთეს კალათას დაუბევებს.

„კმაყოფილი ვარ დღევანდელი საწვრთნელი პროცესით. უკვე შემოგვიერთდნენ საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეები, რაც ძალიან კარგია. ასევე კმაყოფილი ვარ შერჩეული გუნდით და მორაგბეების ფორმით. მოახლოებულ ტესტ-მატჩებზე ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. გვჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასის წილისყრამდე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, რისთვისაც სამივე თამაშის მოგება გვმართებს. პირველი შეხვედრა ბათუმში აშშ-ს წინააღმდეგ გვექნება და ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ“, – თქვა ქოქრილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს გამართავს: 8 ნოემბერს ბაღუმში ამერიკას დაუხვდება, იქვე 15-ში კანადას ეთამაშება, ხოლო 22 ნოემბერს უკვე თბილისში გადმოინაცვლებს და იაპონიას შეერკინება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები