გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქოჩორაშვილის სასტარტო და საგოლე პასი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბოლო მატჩებში სათადარიგოთა სკამს იყო გაშინაურებული, მაგრამ ბოლო მატჩში მწვრთნელი 90 წუთით ენდო. სპორტინგმა კი საკუთარ მოედანზე AFS 6:0 დაამარცხა .

ქოჩორამ თამაში საგოლე პასით დაასრულა – 37-ე წუთზე ჟენი კატამუს გაატანია, რომელიც მატჩში მესამე გამოდგა. 26 წლის ქართველს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ 76-ე წუთზე მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში მე-11 მატჩში ითამაშა, მეოთხედ სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო 90 წუთი მოედანზე პირველად დაჰყო.

სპორტინგს 14 მატჩში 35 ქულა აქვს და ლიდერ პორტუს (37) ჩამორჩება, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რუი ბორჟესის გუნდი მომდევნო თამაში 18 დეკემბერს, თასზე უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები