გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქოჩორაშვილი და გოგლიჩიძე განათხოვრების ზღვარზე არიან

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი საკუთარი კლუბებიდან განათხორების წინაშე დგანან.

დავიწყოთ გიორგი ქოჩორაშვილით: პორტუგალიური მედიის ცნობით, ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ლისაბონის სპორტინგიდან ხეტაფეში გადასვლასთან ახლოსაა. როგორც იქაურ პრესაში იწერება, ქოჩორაშვილი ესპანეთში იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაბრუნდება. თუმცა, ჯერ გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა სპორტინგში სულ 972 წუთი ითამაშა, რაც დაახლოებით 10 მატჩის ტოლფასია. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენებურს გუნდში ნაკლებად ენდობოდნენ.

რაც შეეხება ხეტაფეს, გუნდმა 2025-26 წლების სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და კონფერენსლიგაში იასპარეზებს.

წამსვლელთა სიაშია უდინეზეს ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძეც. იტალიური მედიის ცნობით, უდინეზეს ამჟამად რვა ცენტრალური მცველი ჰყავს და როტაციის კუთხით საქართველოს ნაკრების მცველი ბოლო ნაწილშია. იტალიელები წერენ, რომ უდინეზე იჯარით ჯეიმს აბანკვას და საბა გოგლიჩიძეს გაუშვებს. თუმცა, ჯერ ქართველი ფეხბურთელის მომავალი მსურველი უცნობია.

შეგახსენებთ, უდინეზეს გოგლიჩიძე გასულ სეზონშიც ჰყავდა განათხოვრებული და საბამაც სეზონის მეორე ნაწილი უოტფორდში გაატარა. თუმცა, ახალი სეზონისთვის ისევ იტალიაში დაბრუნდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები