გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქოჩორაშვილი და ხეტაფე საათების ამბავია

გააზიარეთ

ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილისა და ხეტაფეს მომავალი თანამშრომლობა საათების საკითხია. Marca, წერს რომ ქართველი ნახევარმცველი უკვე ესპანეთშია და თანაგუნდელებს გაეცნო.

აი, რას წერს ესპანური მედია:

„ქოჩორაშვილი მადრიდულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ხეტაფეს მისი გამოსყიდვა ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეეძლება. ქართველი ფეხბურთელი ნახევარდაცვას გააძლიერებს – პოზიციას, რომელიც ლუის მილას და მაურო არამბარის წასვლის შემდეგ, მადრიდულ კლუბში ყველა მეტად საჭიროებს.

კლუბი ქართველის დამატებას უახლოეს საათებში გამოაცხადებს“.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილი იბერია 1999-ის აღზრდილია, რის შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ლევანტეში ჩაირიცხა და ხუთი წლის განმავლობაში მისი კუთვნილება იყო. თუმცა, ერთი სეზონი კასტელონში გაანათხოვრა, შემდეგ დაიბრუნა და 2024-25 წლებში ლა ლიგაშიც აღზევდა. თუმცა, იქ თამაში არ მოუწია, რადგან ლისაბონის სპორტინგმა გადაიბირა. აი, პორტუგალიაში კი საქმეები არ აეწყო და ახლა ისევ ესპანეთში ბრუნდება.

ესპანეთის ჩემპიონატში ხეტაფე გასულ სეზონში მეშვიდე ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში ლა ლიგასთან ერთად კონფერენს ლიგაშიც ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები