გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქუთაისელთა მეორე ევროპული მარცხი

გააზიარეთ

საკალათბურთო კლუბი ქუთაისის ფიბა ევროპის მეორე ტურის მატჩში ბერძნულ პერისტერს ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 67:102.

რიონისპირელებს ჯერ ისედაც მოკლე სკამი აქვთ, რასაც თან დაემატა გიორგი სულაბერიძის, მარკუს გილსონისა და ჯავიონ ოგუნიემის ტრავმები და მატჩის ბედიც პირველი ტაიმში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 22 ქულით მოიგეს.

ქუთაისს 18 ქულით ტაირი ბოიკინმა ულიდერა. 10 და მეტი ქულა კიდევ ორ კალათბურთელს ჰქონდა: დეტრეკ ბრაუნინგი (11) და ლუკა ალავიძე (10).

იმერულ გუნდს ორიდან ორი მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 29 ოქტომბერს, ესპანური ბილბაოსთან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი