გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

ქუთაისის აკადემიის მწვრთნელი კაირან ტონერი იქნება

გააზიარეთ

საქართველოში FIFA-ს ტალანტების განვითარების პროგრამის (FIFA TDS) ამოქმედების ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სფფ-ის გენედალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი და სფფ-ის აკადემიების სპორტულის მიმართულების ხელმძღვანელი ზვიად ჯელაძე. ასევე FIFA-ს ტალანტების განვითარების სქემის რეგიონული კოორდინატორი მარიანს პაჰარსი, FIFA-ს ტალანტების აღმოჩენის გლობალური ხელმძღვანელი სტეფენ მოროუ და მწვრთნელი კიარან ტონერი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოფიციალურად გააფორმეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც კიარან ტონერი საქართველოში აკადემიის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ამავე შეხვედრაზე განისაზღვრა ტალანტების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

FIFA-ს ტალანტების განვითარების პროგრამა საქართველოში მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და მასში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები ჩაერთვებიან. ნიჭიერი მოთამაშეები სფფ-ის მიერ ჩატარებული სასელექციო პროგრამის შედეგად შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ მარიანს პაჰარსის პირველი სამუშაო ვიზიტი გასული წლის აგვისტოში შედგა, რის შემდეგაც საქართველო ოფიციალურად ჩაერთო FIFA TDS პროექტში, რომელსაც თავში არსენ ვენგერი უდგას, ამჟამად FIFA-ს ფეხბურთის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი